უხვგოლიანი ტური ლიგა 2-ში - ლიდერებიდან მხოლოდ „შუქურამ“ მოიგო #1TVSPORT
უხვგოლიანი ტური ლიგა 2-ში - ლიდერებიდან მხოლოდ „შუქურამ“ მოიგო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 25-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელმაც სატურნირო ცხრილში მორიგი ცვლილებები შეიტანა. სამიდან ორი ლიდერი დამარცხდა, ხოლო „ვიტ ჯორჯიამ“ ბოლოდროინდელი წარმატებების ხარჯზე ბოლო ადგილს თავი დააღწია.

ტური უხვგოლიანი გამოდგა – ოთხ მატჩში 19 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ შეხვედრაში თითქმის 5 გოლი.

რუსთავი – შუქურა 1 : 3

ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ ქობულეთელებმა „რუსთავი“ ავთანდილ გუჯაბიძის ავტოგოლით და  ირაკლი ლექვთაძისა (83) და რომან ჩაჩუას (90+1) გოლებით დაამარცხეს. მასპინძლებიდან თავი პაატა კიტეიშვილმა (67) გამოიჩინა.

სამტრედია – მერანი თბ 4 : 1

„სამტრედიამ“ თბილისის „მერანთან“ გადამწყვეტი უპირატესობა პირველ 8 წუთში მოიპოვა – გოლები დათო კირკიტაძემ (2), ბაქარ ლაღაძემ (6) და ზურაბ ღირდალაძემ გაიტანეს, ბოლოს კი თბილისელებს სირილ ჩამბამ (90+2) გაუტანა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი იაგო დეისაძეს (61) ანგარიშზეა.

ვიტ ჯორჯია – მერანი მრ 5 : 3

გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართული შეხვედრა ტურში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. ბოლოადგილოსანმა „ვიტ ჯორჯიამ“ ერთ-ერთ ლიდერს 5 გოლი გაუტანა – „მერანის“ კარი აიღეს თორნიკე მუზაშვილმა (15), ავთანდილ სირაძემ (37), ზვიად ნაჭყებიამ (73) და ზვიად ნაჭყებიამ (77), ერთიც დავით ასათიანმა (24) საკუთარ კარში ჩაჭრა, სტუმრებიდან კი „ვიტ ჯორჯიას“ ნიკოლოზ აფაქიძემ (33), შეიკნე სილამ (84 – პენ) და მიხეილ რუხაიამ (90+2) გაუტანეს.

სპაერი – გარეჯი 0 : 2

სპაერის“ სტადიონზე საგარეჯოელებმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს – „სპაერიდან“ გიორგი ხარებაშვილმა (40) მოახერხა მეტოქის კარის აღება, საბოლოო ანგარიში კი მუსტაფა კამატემ (90+5) დააფიქსირა.