უხვგოლიანი ტური ეროვნულ ლიგა 2-ში - „სპაერმა“ შვიდი გოლი გაიტანა, „კოლხეთმა“ ლიდერ „გარეჯთან“ სხვაობა შეამცირა #1TVSPORT
უხვგოლიანი ტური ეროვნულ ლიგა 2-ში - „სპაერმა“ შვიდი გოლი გაიტანა, „კოლხეთმა“ ლიდერ „გარეჯთან“ სხვაობა შეამცირა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 29-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა. ხუთ შეხვედრაში 20 გოლი გავიდა, საშუალოდ ოთხი გოლი თამაშში.

თუმცა გოლების ნახევარი ერთ შეხვედრაზე მოდის – „სპაერმა“ საკუთარ სტადიონზე მარტვილის „მერანი“ მიიღო და 7:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა 25 წლის თავდამსხმელმა, ლუკა სოსიაშვილმა პოკერი შეასრულა (26, 43, 74, 90+4) და ანგარიშზე საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

ფოთის „კოლხეთი 1913“-მა ხობის „კოლხეთი“ 2:0 დაამარცხა. გოლები დათა სიჭინავამ (31, პენალტი) და ლაშა კოხრეიძემ (73) გაიტანეს. ფოთელებმა 61 ქულა დააგროვეს და საჯარეჯოს „გარეჯთან“ სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირეს, „გარეჯმა“ კი შინ 10 მოთამაშით დარჩენილ ბოლნისის „სიონთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.

ელიგა 2. XXIX ტური

„კოლხეთი“ (ფოთი) – „კოლხეთი“ (ხობი) 2:0

„ლოკომოტივი“ – „დინამო 2“ (თბილისი) 3:1

„სპაერი“ – „მერანი“ (მარტვილი) 7:3

„ვიტ ჯორჯია“ – „მერანი“ (თბილისი) 1:1

„გარეჯი“ – „სიონი“ 1:1