უიმბლდონის პირველი ფინალისტი ექვსი საათის შემდეგ გამოვლინდა
უიმბლდონის პირველი ფინალისტი ექვსი საათის შემდეგ გამოვლინდა

უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ექვსი საათი და 36 წუთის ხანგრძლივობის ნახევარფინალში სამხრეთაფრიკელმა კევინ ანდერსონმა ამერიკელი ჯონ ისნერი დაამარცხა – 7:6(6), 6:7(5), 6:7(9), 6:4, 26:24 .

ჩოგბურთელებმა ჯამში 102 ეისი შეასრულეს. აქედან 53 ეისი ისნერს ჰქონდა, 49 – ანდერსონს. ამერიკელს 129 “ვინერსი” დაუგროვდა, მაგრამ 59 უნებლიე შეცდომა დაუშვა, აფრიკელის ანგარიშზე – 118 “ვინერსი” და 24 შეცდომა იყო. ანდერსონმა 11-დან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ისნერმა – ხუთიდან ორი.

შეგახსენებთ, კევინ ანდერსონმა მეოთხედფინალში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა ასევე ხუთ სეტში. ბოლო პარტიის ანგარიში იყო – 13:11.

ანდერსონის მეტოქე ფინალში ესპანელი რაფაელ ნადალისა და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის შეხვედრაში გაირკვევა.