დღეს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე უიმბლდონის ტურნირზე ქალებს შორის ფინალური დაპირისპირება გაიმართება. ერთმანეთს დიდი სლემის 22-გზის ჩემპიონი, მსოფლიო რეიტინგის ექს-პირველი ნომერი, ამერიკელი სერენა უილიამსი და რუმინელი სიმონა ჰალეპი შეხვდებიან.
ისინი ერთმანეთს 11-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც ცხრაჯერ სერენამ იმარჯვა. ისიც აღსანიშნავია, რომ ბალახზე მეტოქეებს ერთმანეთთან ერთხელ, 2011 წელს, უიმბლდონის ადრეულ ეტაპზე უთამაშიათ, სადაც ამერიკელმა ანგარიშით 2:1 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ორივე ფინალისტმა თავისი ნახევარფინალური შეხვედრები ძალიან მარტივად მოიგეს. სერენამ ჩეხი ბარბორა სტრიცოვა დაამარცხა ორ სეტში, ხოლო ჰალეპმა იგივე ანგარიშით უკრაინის წარმომნადგენელს, ელინა სვიტოლინას სძლია.
შეხვედრა ჰალეპსა და უილიამსს შორის თბილისის დროით 17.00 საათზე დაიწყება.