უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ფიფა-ს მსოფლიოს ჩემპიონატიდან ირანის ჩამოშორებისკენ მოუწოდა #1TVSPORT
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ფიფა-ს მსოფლიოს ჩემპიონატიდან ირანის ჩამოშორებისკენ მოუწოდა #1TVSPORT

ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Open Stadiums-მა მოუწოდა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ფიფა) ჩამოაშოროს ირანის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს ქვეყანაში ქალთა მიმართ შეუფერებელი მოპყრობის გამო, – წერს სააგენტო „როიტერი“.

16 სექტემბრიდან მოყოლებული, ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი გახდა 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილი. ის ირანის პოლიციამ თეირანში დააკავა „ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის“. პოლიციის განყოფილებაში სტუდენტი კომაში ჩავარდა და სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ფიფა-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს მისამართით გაგზავნილ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ირანის მთავრობა კვლავინდებურად უკრძალავს ქალებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრებას.