„უფას“ ქართველმა ნახევარმცველმა სუპერმარკეტში ტუალეტის ქაღალდი ქუსლით ურიკაში ჩააგდო (ვიდეო)
„უფას“ ქართველმა ნახევარმცველმა სუპერმარკეტში ტუალეტის ქაღალდი ქუსლით ურიკაში ჩააგდო (ვიდეო)

#stayathomechallenge ნიკოლაი გიორგობიანის წყალობით ახალ დონეზე ავიდა!“ – წარმოშობით ქართველ ფეხბურთელზე სახალისო ვიდეო რუსეთის პრემიერლიგის გუნდ „უფას“ ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

საქმე ისაა, რომ „უფას“ ფეხბურთელი შეუერთდა Stay at Home გამოწვევას – 22 წლის ნახევარმცველმა სუპერმარკეტის დარბაზში ტუალეტის ქაღალდით აკენწლა, შემდეგ კი მოულოდნელად ქუსლის დარტყმით სასურსათო ურიკაში ჩააგდო, რითაც შეშინებული მომხმარებლის რისხვა დაიმსახურა.

„უფას“ ტვიტერის გვერდმა კომენტარი გააკეთა აქციის („დარჩით სახლში“) ლოზუნგსა და ვიდეოს შეუსაბამობაზე – „სუპერმარკეტში პროდუქტისთვის კვირაში ერთხელ წასვლა შეიძლება“.

გამოწვევაში მონაწილეობა მიიღო ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა. მათ შორის, „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ, მადრიდის „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა, ასევე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ბელორუსის ჩემპიონატის გარდა, სეზონი ყველა ევროპულ ლიგაში შეჩერებულია.