ერთა ლიგა | რამაზ სვანაძემ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ნიკა გაგნიძე მიიწვია #1TVSPORT

01:14, 10.11.2026

რამაზ სვანაძემ საქართველოს ნაკრები შეკრიბა და ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო, შემადგენლობას კი ერთი მოთამაშე დაამატა.

ეროვნულ გუნდში გამოძახებული 26 ფეხბურთელიდან პირველ დღეს მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 16-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული მატჩებისთვის გუნდში კიდევ ერთი მოთამაშე მიიწვია – უნგრეთთან და უკრაინასთან მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრებს უკრაინული „კოლოსის“ საყრდენი ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე შეუერთდება.

გუნდს 10 ნოემბრიდან დაემატებიან გიორგი მამარდაშვილი, საბა საზონოვი, ივა გელაშვილი, ირაკლი აზაროვი, საბა გოგლიჩიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ბუდუ ზივზივაძე.

მსგავსი