გიორგი გაგუა ოქტომბრის გოლის ავტორია [ვიდეო] #1TVSPORT

01:22, 10.11.2026

გიორგი გაგუა სლოვაკეთის ჩემპიონატის (ნიკე ლიგა) ოქტომბრის საუკეთესო გოლის ავტორია – გამოკითხვა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ჩაატარა, „დუნაისკა სტრედას“ ქართველმა თავდამსხმელმა კი ხმების 39,10% მიიღო.

„დუნაისკა სტრედამ“ „რუზომბეროკს“ 24 ოქტომბერს უმასპინძლა. სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა სტუმრებს მე-5 წუთზე გაუტანა და მასპინძლები დააწინაურა.

ოქტომბრის საუკეთესო გოლის ქართველი ავტორი გამოკითხვის ორგანიზატორებისგან უნიკალურ, ხელით დამზადებულ ჯილდოს მიიღებს.

მსგავსი