უესტონ მაკკენი კორონავირუსისგან განიკურნა
უესტონ მაკკენი კორონავირუსისგან განიკურნა

„იუვენტუსის“ ამერიკელმა ლეგიონერმა, უესტონ მაკკენიმ კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაიტარა და დადგინდა, რომ ფეხბურთელს ვირუსი აღარ აქვს და შეუძლია მოედანს დაუბრუნდეს, – იუწყება ტურინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

მაკკენი „იუვენტუსს“ ხვალინდე მატჩში „ვერონას“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება, თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ ჩასატარებელი შეხვედრისთვის, სავარაუდიდ, მომზადებული იქნება.

ამერიკელი ფეხბურთელი „იუვენტუსის“ რიგებს იჯარის წესით „შალკედან“ შეუერთდა. იტალიის ჩემპიონატის პირველ რამდენიმე ტურში ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, მაგრამ კორონავირუსის დადასტურებსის შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.