ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელის 11 წლის შვილმა, კაი რუნიმ მამის ლეგენდარულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და მანჩესტერული გრანდის აკადემიაში ჩაირიცხა.
უეინ რუნი ამ ამბავს ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა: „საამაყო დღეა. შვილო, განაგრძე თავდაუზოგავი შრომა!“ – დაწერა მანჩესტერული გრანდის ვეტერანმა ვარსკვლავმა.
უეინ რუნიმ „იუნაიტედში“ 500-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 253 გოლის ავტორი გახდა (საუკეთესო შედეგი მანჩესტერული კლუბის ისტორიაში).