უეინ რუნის შვილმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გააფორმა

12:10, 18.12.2020

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელის 11 წლის შვილმა, კაი რუნიმ მამის ლეგენდარულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და მანჩესტერული გრანდის აკადემიაში ჩაირიცხა.

უეინ რუნი ამ ამბავს ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა: „საამაყო დღეა. შვილო, განაგრძე თავდაუზოგავი შრომა!“ – დაწერა მანჩესტერული გრანდის ვეტერანმა ვარსკვლავმა.

უეინ რუნიმ „იუნაიტედში“ 500-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 253 გოლის ავტორი გახდა (საუკეთესო შედეგი მანჩესტერული კლუბის ისტორიაში).

მსგავსი