უეფას რეგიონთა თასზე საქართველოს ფოთის "ჭაბონამა" წარადგენს
უეფას რეგიონთა თასზე საქართველოს ფოთის "ჭაბონამა" წარადგენს

საქართველოს მოყვარულთა თასის გათამაშება დასრულდა. საპატიო პრიზის მფლობელი ფოთის “ჭაბონამა” გახდა – წყალტუბოში გამართულ ფინალურ შეხვედრაში კოლხებმა თბილისის “ნახალოვკა” 4:0 დაამარცხეს.

მოყვარულთა თასის გათამაშება 2017 წლიდან ტარდება. მისი მთავარი მიზანია, საქართველოში ფეხბურთი კვლავ მასობრივი გახდეს. ამავე დროს, უეფას სამოყვარულო ფეხბურთის გათამაშებაში, რეგიონთა თასზე ჩვენს ქვეყანას ადგილი უნდა დაებრუნებინა – მოყვარულთა ტურნირის არ არსებობის გამო, ამ ტურნირზე 2008 წლის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელს აღარ უთამაშია.

“ჭაბონამა” 2018/19 წლების უეფას რეგიონთა თასის გათამაშებაში ჩაერთვება. ფოთელები B ჯგუფში მოხვდნენ და რუმინეთის, სლოვენიის და შოტლანდიის რეგიონთა თასის გამარჯვებული გუნდების წინააღმდეგ ითამაშებენ.