უეფას პრეზიდენტი სლოვენიას დაეხმარა - თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები დამიკავშირდნენ
უეფას პრეზიდენტი სლოვენიას დაეხმარა - თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები დამიკავშირდნენ

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა „ეკიპა“-სთან (Ekipa) ინტერვიუში თქვა, თუ როგორ დაეხმარა მშობლიურ სლოვენიას შემოწირულობით, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად სთხოვეს.

ცნობილი გახდა, რომ ამ ბალკანურ ქვეყანას დაეხმარნენ ჩინური კომპანიები „ალიბაბა“ (Alibaba) და „სანინგი“ (Suning), რომლებიც იტალიის „ინტერს“ ფლობენ.

„სლოვენიის თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები დამიკავშირდნენ. ჩემი შემოწირულობების შემდეგ, კორონავურუსის დროს საჭირო დამცავი აღჭურვილობის შეძენაში დახმარება მთხოვეს. ეს შემოწირულობა კომპანია „ალიბაბასგან“ და „ინტერის“ მფლობელებისგან მივიღეთ. დახმარება ასევე იყო ყაზახეთიდან, რომელთა მთავრობას დავუკავშირდი და დაველაპარაკე,“ – ამბობს ჩეფერინი.

ბოლო მონაცემებით, სლოვენიაში კორონავირუსის ინფექციის 1021 შემთხვევა დაფიქსირდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა.