უეფას პრეზიდენტი გრანდების მადლიერია - ისინი მცირე ქვეყნების ინტერესებს ითვალისწინებენ
უეფას პრეზიდენტი გრანდების მადლიერია - ისინი მცირე ქვეყნების ინტერესებს ითვალისწინებენ

ბუდაპეშტში, უეფას გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის წევრი ფედერაციების პრეზიდენტები და გენერალური მდივნები შეიკრიბნენ.

უნგრეთის დედაქალაქში ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებული ტურნირების მომავალზე იმსჯელეს.

„მიხარია, რო დიდი ფედერაციები მცირე ქვეყნების ინტერესებს ითვალისწინებენ და მზად არიან, რომ მათ განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანონ. ამავე დროს, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი პოზიცია, რომ საკლუბო ტურნირების თამაშებს უქმეებზე არ დავნიშნავთ“, – ამბობს უეფას პრეზიდენტი ალექსანდრე ჩეფერინი.

საქართველოს ბუდაპეშტში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი წარმოადგენდნენ. ბუდაპეშტში უეფას ტურნირებზე დაგეგმილი სიახლეების გარდა, ქალთა ფეხბურთის სტრატეგიაზე იმსჯელეს.

უეფას გადაწყვეტილებით ქალთა ფეხბურთშიც ცვლილებებია – ბოლო წლებში, ევროპის მასშტაბით, ქალთა ფეხბურთით დაინტერესებულთა რაოდენობა გაიზარდა. ამიტომ, ამ მიმართულების გასაძლიერებლად, უეფამ ახალი, ხუთწლიანი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც 2024 წლის ჩათვლით იმოქმედებს და უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით სხვადასხვა სიახლე იგეგმება.