უეფას ოფიციალური საიტი ლევან კობიაშვილს სტატიას უძღვნის
უეფას ოფიციალური საიტი ლევან კობიაშვილს სტატიას უძღვნის

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს, უეფას (UEFA) ოფიციალური საიტი სტატიას აქვეყნებს, რომლის სახელწოდებაა „კობიაშვილის მეორე ვადა საქართველოში“ და წერს, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, მეორე ვადით, ეროვნული ნაკრების წარმატების ფონზე აირჩიეს.

„41 წლის ყოფილი მცველი, რომელსაც თავისი ქვეყნის მთავარ გუნდში 100 მატჩი აქვს ჩატარებული, მომდევნო ოთხი წლით იქნა არჩეული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად. „ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ კარგი გუნდური მოთამაშე ვიყავი“, – ამბობს კობიაშვილი, რომელიც ბუნდესლიგაში ჩატარებული თამაშების რაოდენობით (351) ისტორიაში მეორე უცხოელია. კობიაშვილის ფეხბურთის ფედერაციის სათავეში ყოფნის პერიოდში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მომავალს იმედით უყურებს, რადგან ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის დამატებითი შანსი გაუჩნდა“, – წერს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.