„უეფას“ მესამე ტურნირს „კონფერენციათა ლიგა“ დაარქვეს
„უეფას“ მესამე ტურნირს „კონფერენციათა ლიგა“ დაარქვეს

მესამე ევროტურნირმა, რომელიც უეფას ეგიდით გაიმართება, სახელწოდება მიიღო. მას კონფერენციათა ლიგა ერქმევა იტყობინება გერმანული გაზეთი „ბილფი“ (Bild). ამ ახალი ტურნირის პირველი გათამაშება 2021-22 წლების სეზონში გაიმართება.

კონფერენციათა ლიგა მესამე საკლუბო ტურნირის იქნება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის შემდეგ. იგეგმება, რომ ფორმატი ჩემპიონთა ლიგის მსგავსი იქნება – 32 გუნდი და რვა ჯგუფი. ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ გადავლენ მერვედფინალში. ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდები ამავე ეტაპზე გასასვლელად შეხვდებიან ევროპის ლიგის ჯგუფების მესამეადგილოსნებს.

ტურნირის გამარჯვებული პირდაპირ მოხვდება ევროპის ლიგის მომავალ გათამაშებაში.