უეფას მედია-ოფიცერი - კორონავირუსი გვიტევს, სამყარო ჩერდება, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია ახალ სტადიონს აშენებს
უეფას მედია-ოფიცერი - კორონავირუსი გვიტევს, სამყარო ჩერდება, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია ახალ სტადიონს აშენებს

„კორონავირუსი გვიტევს, სამყარო ჩერდება, მაგრამ არა ქართული ფეხბურთის ფედერაცია – ჩვენ ახალ სტადიონს ვაკეში ვაშენებთ, სადაც 1,500 ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ითამაშებს“ – ასე გამნოეხმაურა მამუკა კვარაცხელია ვაკეში, სპორტის აკადემიის ტერიტორიზე წლების განმავლობაში გავერანებული სტადიონის განახლებას.

უეფას ქართველი მედია-ოფიცრისა და ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების თანამშრომელის თქმით, სტადიონი გაყიდული იყო და ფეხბურთს დიდი მცდლეობის ფასად შეუნარჩუნეს.

„სულ რომ ყველაფერი გაჩერდეს, ფეხბურთის ფედერაცია სტადიონების მშენებლობას მაინც არ გააჩერებს! ვაკის სპორტული აკადემიის მოედანზე, რომელიც ლევან კობიაშვილისა და გურამ ძაგანიას მეცადინეობით (უკვე გაყიდული), გაკორპუსიანებას გადავარჩინეთ, ყოველდღიური მუშაობა მიდის ყველა კანონის დაცვით (მხოლოდ სამი კაცი, ისიც ორმეტრიანი დისტანციით, დილის 6:00 დან საღამოს 21:00 საათამდე). რა გული მომითმენდა, ნიჩაბი არ მომემარჯვებინა და ჩემი პატარა წვლილი არ შემეტანა ამ საშვილიშვილო საქმეში, 1 500 ვაკელ, წყნეთელ და ბაგებელ ბავშვს რომ მოაცილებს ქუჩას, ფეხბურთში დაასაქმებს და მომავალ ყიფიანებს, ქინქლაძეებს და არველაძეებს გაზრდის!“ – წერს მამუკა კვარაცხელია.

თბილისში, ჭავჭავაძის 49 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მორიგი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ტერიტორია ფედერაციას 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადმოეცა. გადმოცემის პროცესს მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი ადმინისტრაციული შენობით, ტრიბუნებით, განათებითა და სარბენი ბილიკით.

საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები. სარბენი ბილიკის გამოყენება ასევე შეეძლება ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ მოსახლეობას. სამშენებლო პროცესის დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.