უეფამ წარმოადგინა ნომინანტები 2019-20 წლების სეზონის ლაურეატების გამოსავლენად.
წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძოლებენ: ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნი), იურგენ კლოპი (ლივერპული) და იულიან ნაგელსმანი (ლაიპციგი).
55 წლის ფლიკმა გასულ სეზონში „ბაიერნთან“ ერთად ჰეთ-თრიკი შეასრულა – მოიგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა.
53 წლის კლოპმა „ლივერპულს“ 30-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა ინგლისის ჩემპიონის ტიტული, რასაც უეფას სუპერთასი დაუმატა.
33 წლის ნაგელსმანი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა. “ლაიპციგმა” ნახევარფინალამდე მიაღწია.
გასული სეზონის TOP10 მწვრთნელს შორის ასევე მოხვდნენ:
- თომას ტუხელი (პარი სენ-ჟერმენი) – 76 ქულა
- ჯანპიერო გასპერინი (ატალანტა) – 68
- ხულენ ლოპეტეგი (სევილია) – 57
- რუდი გარსია (ლიონი) – 32
- ზინედინ ზიდანი (რეალი) – 25
- ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი) – 11
- ანტონიო კონტე (ინტერი) – 9
ნომინანტთა სია შეადგინა ჟიურიმ, რომელშიც შევიდა 2019-20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე 80 გუნდის მწვრთნელი, აგრეთვე, 55 ჟურნალისტი.
გამარჯვებული პირველ ოქტომბერს, ნიონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს გამოვლინდება.