უეფამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ მათ 2021 წლის ბოლომდე საერთაშორისო ტურნირების შეჩერებისკენ მოუწოდა

16:13, 22.04.2020

უეფაში განაცხადეს, რომ მათთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის ბოლომდე საფეხბურთო ასპარეზობების შეჩერება არ მოუთხოვია, ხოლო მოლაპარაკებები 2019/2020 წლების სეზონის თაობაზე კვლავინდებურად მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ბრაზილიურმა გამოცემა „პლაკარმა“ (Placar) გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ უეფას ჩინოვნიკებთან კონფერენც-ზარის დროს 2021 წლის ბოლომდე საერთაშორისო ტურნირების შეჩერებისკენ მოუწოდა.

„ეს ცრუ ინფორმაციაა, ჯანდაცვის საერთაშორისი ორგანიზაციას ჩვენთვის ტურნირების 2021 წლის ბოლომდე შეჩერების არანაირი რეკომენდაცია არ მოუცია“ – ციტირებს Independent-ი უეფას წარმომადგენელს. ცოტა ხნით ადრე უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან შეხვედრები უმაყურებლებოდ ჩაატარონ, თუ ეს ხელს შეუწყობს მიმდინარე რთული სიტუაციიდან გამოსვლას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კოვიდ19-ით უკვე ორ მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული.

მსგავსი