უეფამ კრიშტიანო რონალდოს ბრალი წაუყენა
უეფამ კრიშტიანო რონალდოს ბრალი წაუყენა

იუვენტუსის ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს უეფამ უცენზურო ქცევაში დასდო ბრალი. საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური მატჩის შემდეგ პორტუგალიელის მიერ გაკეთებულ ჟესტს, რომელიც, დიდი ალბათობით, პირველი მატჩის დროს მადრიდის ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს მიერ გაკეთებული მოძრაობის პასუხი იყო.

სიმეონე უეფამ ამ საქციელისთვის 20 000 ევროთი დააჯარიმა, კრიშტიანოს მიმართ გამოტანილ სასჯელს კი უახლოეს დღეებში გავიგებთ.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული მერვედფინალის პირველი მატჩი მადრიდში ატლეტიკოს გამარჯვებით, 2-0 დასრულდა, განმეორებითი მატჩი კი იუვენტუსმა რონალდოს მიერ გატანილი სამი გოლის წყალობით მოიგო (3-0) და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ნახევარფინალში ტურინული გრანდი ამსტერდამის აიაქსს დაუპირისპირდება.