უეფამ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების რაოდენობის შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უარყო
უეფამ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების რაოდენობის შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უარყო

ევროპის საფეხბურთო ასოციაციათა კავშირი (უეფა) მომავალ წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების რაოდენობის შემცირებას არ აპირებს, იტყობინება „სქაი სპორტსი“.

„ევრო-2020 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით 2021 წელს გაიმართება, ჩვენ ფორმატის შეცვლას არ ვაპირებთ და მასპინძელი ქალაქების შენარჩუნებას ვგეგმავთ“, – მოჰყავს წყაროს უეფას წარმომადგენლის სიტყვები. ტურნირის კალენდარი ოფიციალურად დამტკიცებული ჯერ არ არის, ის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე გამოცემა „დეილი მეილი“ იტყობინებოდა, რომ ევროპის საფეხბურთო ასოციაციათა კავშირი (უეფა) მომავალ წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ფორმატის შეცვლას და მასპინძელი ქალაქების რაოდენობის შემცირებას აპირებდა.