ოფიციალურად | აფრიკის ერთა თასი კვლავ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება #1TVSPORT
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ აფრიკის ერთა თასი კვლავ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება.
ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გასულ წელს დამტკიცებული ცვლილება გაუქმდა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, აფრიკის ერთა თასი ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა გამართულიყო.
CAF-ის პრეზიდენტის, პატრის მოტსეპეს განცხადებით, გადაწყვეტილება აფრიკული ფეხბურთისა და ორგანიზაციის 54 წევრი ასოციაციის ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს.
ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აფრიკის ერთა ლიგის პროექტია, რომელსაც აფრიკის ერთა თასის ჩანაცვლება უნდა უზრუნველეყო, თუმცა ახალი ტურნირის ფინანსური მდგრადობის მისაღწევად რამდენიმე წელი იქნება საჭირო.
აფრიკის ერთა თასის მომდევნო გათამაშება 2027 წელს კენიაში, ტანზანიასა და უგანდაში ჩატარდება. შემდეგი ტურნირები კი 2028, 2031 და 2033 წლებშია დაგეგმილი.