უეფამ ევრო 2020-ის თილისმა წარადგინა – ბიჭუნა „სკილზი“ (ვიდეო)
ამსტერდამში, ჰოლანდიისა და გერმანიის ნაკრებების შესარჩევი მატჩის წინ, უეფამ ოფიციალურად წარადგინა ევრო 2020-ის თილისმა. ეს არის საფეხბურთო ფრისტაილერი ბიჭუნა, რომელსაც სკილზი ჰქვია.
პრეზენტაციაში მონაწილეობას იღებდნენ საფეხბურთო ფრისტაილში მსოფლიოს ჩემპიონები – ლივ კუკი და ტობიას ბექსი.
„ჩვენ მოგვეცა განსაკუთრებული შესაძლებლობა, მთელს ევროპას ვაჩვენოთ ფრისტაილისა და ქუჩის ფეხბურთის სილამაზე. პარკში ან მსოფლიო დონის ტურნირზე ფეხბურთი ან ფრისტაილი ბურთით თვითგამოხატვის საშუალებაა“, – განაცხადა პრეზენტაციაზე ლივ კუკმა.
🎇 What an introduction! Skillzy, Liv and Tobias were 🔥
Now it’s time for 𝙮𝙤𝙪 to join 👊
Show us #YourMove and join them: https://t.co/9AJpTBb8Ie pic.twitter.com/paCaZDLnAp— UEFA EURO 2020 (@UEFAEURO) 24 March 2019