უეფამ არასწორი ჰიმნისთვის საფრანგეთი დააჯარიმა

20:56, 24.10.2019

ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის წინ დაშვებული შეცდომის გამო, „უეფამ“ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას ფულადი ჯარიმა დააკისრა.

თამაშის წინ, ალბანეთის ჰიმნის ნაცვლად ანდორას ჰიმნი აჟღერდა. ალბანელმა ფეხბურთელებმა უარი თქვეს თამაშის დაწყებაზე, სანამ სწორ ჰიმნს არ დაუკრავდნენ. ამის გამო, მატჩის სტარტი გადაიდო.

მოგვიანებით, ალბანეთს ბოდიში მოუხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა.

ეს შეცდომა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას 20 ათასი ევრო დაუჯდა.

მსგავსი