უეფა-სთან შეთანხმების საფუძველზე, ტურინის „იუვენტუსი“ 2023/2024 წლების სეზონში ევროტურნირზე არ ითამაშებს #1TVSPORT
უეფა-სთან შეთანხმების საფუძველზე, ტურინის „იუვენტუსი“ 2023/2024 წლების სეზონში ევროტურნირზე არ ითამაშებს #1TVSPORT

იტალიური გამოცემის, Corriere Dello Sport-ის ცნობით, მომდევნო სეზონში ტურინის „იუვენტუსი“ უეფა-ს კონფერენსლიგაზე მონაწილეობას არ მიიღებს.

ტურინელებს უეფა ფინანსური ფეარ პლეის დარღვევას ედავება და იტალიური გრანდის ევროტურნირებიდან მოკვეთას აპირებს, თუმცა რამდენი სეზონის მანძილზე, ჯერ უცნობია.

წყაროს ცნობით, „იუვენტუსი“ თავადაც თანახმაა, 2023/2024 წლების სეზონი ევროპული ტურნირების გარეშე გაატაროს. გუნდმა სერია A-ში მეშვიდე ადგილი დაიკავა, რაც კონფერენსლიგაზე თამაშის უფლებას აძლევს, ხოლო რანგით მესამე ევროპულ საკლუბო ტურნირზე ასპარეზობა იტალიელებს არ სურთ.

კლუბი ცდილობს, ყველანაირი სანქცია წელსვე მიიღოს, რათა 2024/2025 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. სწორედ ამიტომ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელები უეფა-ს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ, მათ ამის პირობა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მისცეს.