უეფა-ში ევრო 2020-ის ბილეთების შეძენაზე 28 მილიონი განაცხადი შევიდა
უეფა-ში ევრო 2020-ის ბილეთების შეძენაზე 28 მილიონი განაცხადი შევიდა

უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ორგანიზაციამ  ევრო 2020-ის ბილეთების შეძენაზე 28.3 მილიონი განაცხადი მიიღო. ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია ევრო 2016-ის წინ დაფიქსირებულ რიცხვზე.

ბილეთების გაყიდვა ორ ფაზად არის დაყოფილი: ფართო პუბლიკისთვის – განაცხადები 19.3 მილიონ ბილეთზე; ევროზე გასული გუნდების გულშემატკივრებისთვის – განაცხადები 9 მილიონ ბილეთზე.

საფრანგეთსა და გერმანიას შორის ჯგუფური ეტაპის მატჩზე მოხვედრა 710 ათასმა ადამიანმა მოისურვა. ეს მხოლოდ ოთხი ათასით ნაკლებია „უემბლიზე“ გასამართ ფინალზე დასწრების მსურველთა რიცხვზე. გერმანიისა და საფრანგეთის მატჩი 16 ივნისს, მიუნხენში გაიმართება.