უეფა „საზაფხულო ჩემპიონთა ლიგას“ ქმნის
უეფა „საზაფხულო ჩემპიონთა ლიგას“ ქმნის

უეფა-ს ხელმძღვანელობა გეგმავს ახალი ტურნირის შექმნას, რომელშიც წამყვანი ევროპული კლუბები ითამაშებენ. ამის შესახებ ინგლისური გაზეთი „დეილი მეილი“ წერს.

წყაროს ცნობით, ტურნირი ჩემპიონთა ლიგის სტილში  საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ახალი ვერსია გახდება, რომელიც ამხანაგურია და ზაფხულობით იმართება. ამ მომენტისთვის უეფა მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩემპიონთა თასის პრომოუტერთან – ამერიკულ კომპანია Relevent Sport-სთან.

საფეხბურთო ფუნქციონერებს სურთ, რომ ამ ტურნირს ოფიციალური სტატუსი მისცენ და უკვე შეიმუშავეს ჩატარების წესები. გუნდები სამ-სამად გადანაწილდებიან ჯგუფებში და მათ პლეი ოფში გასასვლელად უნდა იბრძოლონ.

„საზაფხულო ჩემპიონთა ლიგა“ 2021 წელს დაიწყება და პირველი რვა წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება. აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „არსენალი“, „ლივერპული„ და „ტოტენჰემი“ უკვე დათანხმდნენ ახალ ტურნირში მონაწილეობას.