უეფა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება - ჩვენს ერთიან სისტემას საფრთხეს ვერანაირი სასამართლო გადაწყვეტილება ვერ შეუქმნის #1TVSPORT
უეფა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება - ჩვენს ერთიან სისტემას საფრთხეს ვერანაირი სასამართლო გადაწყვეტილება ვერ შეუქმნის #1TVSPORT

ევროპის სასამართლომ განიხილა ევროპის სუპერლიგის შექმნის ინიციატორთა საჩივარი. ისინი ფიფა-სა და უეფა-ს ადანაშაულებდნენ კანონის საწინააღმდეგო მოქმედებაში.

საქმე ის არის, რომ როგორც ფიფა, ასევე უეფა ეწინააღმდეგება ევროპის სუპერლიგის შექმნას. საპასუხოდ, ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბების ინიციატორებმა სარჩელი სასამართლოში შეიტანეს, რომელმაც გამოიტანა დადგენილება:

„უეფა/ფიფა მოქმედებდნენ კონკურენციის კანონის საწინააღმდეგოდ, 2021 წელს ევროპის სუპერლიგის ფორმირების დაბლოკვით“.

ამ გადაწყვეტილებას უეფა წერილით გამოეხმაურა:

„ჩვენი ორგანიზაცია მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ პირამიდას. კვლავ განვაგრძობთ ევროპული ფეხბურთის მოდელის ფორმირებას ნაციონალურ ასოციაციებთან, ლიგებთან, კლუბებთან, გულშემატკივრებთან, მწვრთნელებთან და ქვეყნის მთავრობებთან ერთად.

გვჯერა, რომ ერთიან სისტემას საფრთხეს ვერანაირი სასამართლო გადაწყვეტილება ვერ შეუქმნის“.