უეფა-ს სანქციების შემთხვევაში, რა შემადგენლობებით შეიძლება ითამაშონ ფავორიტებმა ევრო 2020-ზე #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა თავის ინტერვიუში დაადასტურა, რომ ევროპის სუპერლიგაში მოთამაშე კლუბების ფეხბურთელებს აუკრძალავენ ეროვნულ ნაკრებებში თამაშს.
ეს არის ერთ-ერთი მთავარი მუქარა, რომელიც უეფა-დან მოდის. საინტერესოა, დაახლოებით როგორი იქნება ფავორიტი ნაკრებების შემადგენლობები ევრო 2020-ზე სუპერლიგის ფეხბურთელების გარეშე.
ინგლისის ნაკრების საბაზო გუნდი გახდება „ასტონ ვილა“. გარეტ საუტგეიტის გუნდში ბოლო პერიოდში შესანიშნავად მოთამაშე ჯესი ლინგარდიც შეიძლებოდა მოხვედრილიყო, მაგრამ ის „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეკუთვნის.
იმის გამო, რომ ბუნდესლიგის კლუბები უარს ამბობენ სუპერლიგაზე, იოახიმ ლიოვს არ გაუჭირდება ნაკრების დაკომპლექტება, თუმცა იქნება დანაკლისი ტონი კროოსის, ილქაი გიუნდოგანის, კაი ჰავერტცის, ანტონიო რიუდიგერისა და ტიმო ვერნერის სახით
საფრანგეთს ეყოლება კილიან მბაპე, მაგრამ დააკლდება – ნ’გოლო კანტე, პოლ პოგბა, უგო ლორისი, ოლივიე ჟირუ და ანტუან გრიზმანი.
ესპანეთი ვერ დაიხმარებს „რეალის“, „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებს, მაგრამ ლუის ენრიკემ შესარჩევის 10 მატჩში 41 ფეხბურთელი გამოსცადა და წესით, მზად არის სირთულეებისთვის.
ინგლისი
ნიკ პოუპი (ბარნლი) – მეტი კეში (ასტონ ვილა), კონორ კოუდი (ვულვერჰემპტონი), ტაირონ მინგსი (ასტონ ვილა), მეტ ტარგეტი (ასტონ ვილა) – დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), კელვინ ფილიპსი (ლიდსი), ჯეიმს მედისონი (ლესტერი) – ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი), დომინიკ კალვერტ-ლიუინი (ევერტონი), ჯეკ გრილიში (ასტონ ვილა).
გერმანია
მანუელ ნოიერი (ბაიერნი) – რობინ გოზენსი (ატალანტა), ემრე ჯანი (დორტმუნდი), ნიკლას ზიულე (ბაიერნი), ლუკას კლოსტერმანი (ლაიპციგი) – ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), ლეონ გორეტცკა (ბაიერნი), ფლორიან ნოიჰაუსი (გლადბახი) – ლეროი სანე (ბაიერნი), იულიან დრაქსლერი (პსჟ), სერჟ გნაბრი (ბაიერნი).
საფრანგეთი
სტივ მანდანდა (მარსელი) – ბენჟამენ პავარი (ბაიერნი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), ლუკა ერნანდესი (ბაიერნი), ლუკა დინი (ევერტონი) – კორენტენ ტოლისო (ბაიერნი), ედუარდო კამავინგა (რენი), უსემ აუარი (ლიონი) – კინგსლი კომანი (ბაიერნი), კილიან მბაპე (პსჟ), ვისამ ბენ-იედერი (მონაკო).
ესპანეთი
უნაი სიმონი (ბილბაო) – ხესუს ნავასი (სევილია), პაუ ტორესი (ვილიარეალი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), ხოსე გაია (ვალენსია) – ფაბიან რუისი (ნაპოლი), მიკელ მერინო (სოსიედადი), დანი ოლმო (ლაიპციგი) – ადამა ტრაორე (ვულვერჰემპტონი), ჟერარ მორენო (ვილიარეალი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი).
პორტუგალია
რუი პატრისიო (ვულვერჰემპტონი) – ნელსონ სემედუ (ვულვერჰემპტონი), ჟოზე ფონტე (ლილი), პეპე (პორტუ), რაფაელ გერეირო (დორტმუნდი) – რუბენ ნევეში (ვულვერჰემპტონი), ჟოაო მოუტინიო (ვულვერჰემპტონი), დანილო პერეირა (პსჟ) – რაფა სილვა (ბენფიკა), ანდრე სილვა (აინტრახტი), გონსალო გედეში (ვალენსია).
იტალია
ალესიო კრანიო (კალიარი) – ალესანდრო ფლორენცი (პსჟ), ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ლეონარდო სპინაცოლა (რომა) – გაეტანო კასტროვილი (ფიორენტინა), მანუელ ლოკატელი (სასუოლო), მარკო ვერატი (პსჟ) – დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).