უეფა-ს სამწვრთნელო კურსი ქართველი მწვრთნელებისთვის - მეორე ეტაპი გავლილია #1TVSPORT
უეფა-ს სამწვრთნელო კურსი ქართველი მწვრთნელებისთვის - მეორე ეტაპი გავლილია #1TVSPORT

ქართველი მწვრთნელებისთვის უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა. კურსები 6-დან 8 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა, ორგანიზატორი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი იყო.

სფფ-ს ცნობით, მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს სათამაშო და ფიზიკური მომზადების საკითხებზე, მეკარის, შეტევის და დაცვის ორგანიზებასა და მოთამაშეთა გამძლეობაზე. კურსი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. მოდულის თეორიულ ნაწილს დავით პეტრიაშვილის არენამ უმასპინძლა, ხოლო პრაქტიკული ნაწილი თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში ჩატარდა.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფა-ს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ, რაც თითქმის ყველა დონეზე მუშაობის უფლებას იძლევა.