უეფა-ს პრეზიდენტი - სუპერლიგა საფეხბურთო პროექტი არ არის, ეს უაზრო იდეაა #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა კომენტარი გაუკეთა ევროპის სუპერლიგის აღდგენის მცდელობას.
„სუპერლიგაზე ლაპარაკი ნიშნავს იმას, რომ არ ილაპარაკო ფეხბურთზე. ეს არ არის საფეხბურთო პროექტი. არალოგიკური იყო, რომ რაღაც მსგავსი გაჩნდა პანდემიის პერიოდში. უეფა ცდილობდა ფეხბურთელებისა და გუნდების დახმარებას ასეთ საშინელ სიტუაციაში, რასაც პანდემია ჰქვია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დახმარებას. ჩვენთვის ფეხბურთი და ფეხბურთელები – გულშემატკივრებისთვისაა. არ უნდა იყოს სუპერლიგები ან სხვა ტურნირები, რომლებიც საფეხბურთო წესების მიღმა არიან. მათ გამოიყენეს პანდემია, ახლა კი ომი. კლუბებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი ტურნირები, მაგრამ იმედი არ ჰქონდეთ, რომ მონაწილეობას მიიღებენ უეფა-ს ეგიდით ტურნირებში. მე დავიღალე ამ საფეხბურთო პროექტისგან.
მათ შეუძლიათ ვისაც სურთ, იმას გადაუხადონ, ილაპარაკონ, რომ ეს კარგი პროექტია, მაგრამ ეს მაინც უაზრო იდეაა. ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რომელმაც ეს პროექტი შექმნა, დამირეკა და ბოდიში მომიხადა“, – მოჰყავს გაზეთ „მარკას“ ჩეფერინის სიტყვები.