უეფა-ს კონგრესს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ესწრებიან
უეფა-ს კონგრესს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ესწრებიან
ამსტერდამი ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის 44-ე კონგრესს მასპინძლობს. უეფა-ს კონგრესი ყოველწლიურად იმართება და მას ევროპის 55 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
 
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამსტერდამში პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი წარმოადგენენ. ისინი ერთა ლიგის ახალი გათამაშების, 2020/21 წლების სეზონის წილისყრას დაესწრებიან.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველი გათამაშების შემდეგ C ლიგაში დაწინაურდა და წილისყრაზე D ლიგის მონაწილეებიდან ერთადერთია, რომელიც I კალათაში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ C ლიგაში გუნდები კალათების მიხედვით ასე გადანაწილდნენ:
I კალათა – საბერძნეთი, ალბანეთი, ჩერნოგორია, საქართველო
II კალათა – ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, კვიპროსი
III კალათა – ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი
IV კალათა – სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა
უეფა-ს ერთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის წილისყრა თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. ამსტერდამიდან ღონისძიებას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.