უეფა-ს განვითარების თასზე საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ლატვიას მოუგო #1TVSPORT
საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევანში უეფა-ს განვითარების თასზე პირველი მატჩი გამართა, რომელშიც ლატვია დაამარცხა.
შეხვედრის მე-2 წუთზე „გლდანის“ თავდამსხმელმა, ნიკოლოზ დუნდუამ ანგარიში გახსნა. 57-ე წუთზე დანილა სლუსარევსმა წონასწორობა აღადგინა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
ტურნირის დებულების მიხედვით, დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც უკეთ ქართველებმა შეასრულეს და 4:3 მოიგეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმები ანდრია ფოცხვერიამ, დავით მაჭარაშვილმა, ნიკოლოზ სახვაძემ და დემეტრე ქურასბედიანმა გაიტანეს.
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე კიდევ ორ მატჩს გამართავს, უზბეკეთთან და მასპინძელ სომხეთთან. ამ გუნდების შეხვედრა პირველ ტურში უზბეკეთმა 2:1 მოიგო.
10 მაისი – 11:00 | სომხეთი – საქართველო
12 მაისი – 15:00 | უზბეკეთი – საქართველო