უეფა-ს გამოკითხვა „ინსტაგრამზე“ - ვინ დასახელდებიან საუკეთესო მოთამაშეებად
უეფა-ს გამოკითხვა „ინსტაგრამზე“ - ვინ დასახელდებიან საუკეთესო მოთამაშეებად

უეფა-ს ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც გულშემატკივრებმა პოზიციების მიხედვით საუკეთესო მოთამაშეები უნდა დაასახელონ.

საუკეთესო მეკარეებს შორის მოხვდნენ მარკ ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“), ალისონ ბეკერი („ლივერპული“) და ჰუგო ლორისი („ტოტენჰემი“);

მცველები – ტრენტ ალექსანდრ არნოლდი („ლივერპული“), მატიას დე ლიხტი („აიქასი“/„იუვენტუსი“) და ვირჯილ ვან დაიკი („ლივერპული“);

ნახევარმცველები – ფრენკ დე იონგი („აიქასი“/„ბარსელონა“), კრისტიან ერიქსენი („ტოტენჰემი“) და ჯორდან ჰენდერსონი („ლივერპული“);

თავდამსხმელები – სადიო მანე („ლივერპული“), ლიონელ მესი („ბარსელონა“), კრიშტიანო რონალდო („იუვენტუსი“).

გულშემატკივრებს საუკეთესოების დასახელება პოსტის ქვეშ კომენტარების დაწერით შეუძლიათ.