უეფა-ს ეგიდით სწავლება გრძელდება - კურსს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს #1TVSPORT
უეფა-ს ეგიდით სწავლება გრძელდება - კურსს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს #1TVSPORT

საქართველოში პირველად გაიმართა უეფა-ს მეკარეების მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებულია.

მეკარეთა მწვრთნელების განათლების კურსი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მონაწილეთათვის სრულიად უფასოა, უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან კი სრულ შესაბამისობაშია.

ამჯერად, სწავლების მეორე მოდული ჩატარდა. სასწავლო კურსი მიმდინარე აპრილში დაიწყო და საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, 6 თვე გრძელდება. სასწავლო პროცესი პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს.

სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, მეორე მოდულის ფარგლებში კურსანტებმა მიიღეს ინფორმაცია მეკარეების ფსიქოლოგიაზე, ქალ და მამაკაც მეკარეებს შორის სხვაობისა და სფფ-ის მეთოდით სავარჯიშო მეთოდოლოგიის შესახებ.

კურსზე ჯამში 24 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. ამ ეტაპზე, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობენ ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლები, საქართველოს ახალგაზრდული და ქალთა ნაკრებების მწვრთნელები.