უეფა-ს ახალი პროექტი - სუპერთასის ნაცვლად ოთხთა ტურნირი ამერიკაში #1TVSPORT
უეფა-ს ახალი პროექტი - სუპერთასის ნაცვლად ოთხთა ტურნირი ამერიკაში #1TVSPORT

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა, შესაძლოა, 2024 წლიდან რადიკალურად შეცვალოს უეფა-ს სუპერთასის ფორმატი და არაა გამორიცხული, ტიტული ამერიკაში გაათამაშოს – ინფორმაციას ცნობილი გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ინგლისური გამოცემის ცნობით, უეფა ამუშავებს ახალი ტურნირის იდეას, რომელშიც სეზონის დასაწყისში ოთხი გუნდი ითამაშებს – ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და კონფერენს ლიგის გამარჯვებულები, ასევე მლს-ის (საფეხბურთო ლიგის სისტემის უმაღლესი დივიზიონი აშშ-სა და კანადაში) გამარჯვებული.

ვარაუდობენ, რომ ეს ტურნირი გახსნის ევროპულ სეზონს სუპერთასისთვის მატჩის ნაცვლად, რომელშიც ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გამარჯვებულები ხვდებიან.

გამოცემა „გარდიანის“ წერილში აღნიშნულია, რომ უეფა შეერთებულ შტატებს უყურებს, როგორც ევროპული ფეხბურთის გასაზრდელ საკვანძო ბაზარს.