უეფა „ოქროს ბურთის“ პარტნიორი გახდა - ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო აღარ იარსებებს #1TVSPORT
უეფა „ოქროს ბურთის“ პარტნიორი გახდა - ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო აღარ იარსებებს #1TVSPORT

უეფა და Groupe Amaury, რომელიც France Football-სა და L’Équipe-ის მფლობელია, შეთანხმდნენ, რომ 2024 წლიდან „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას ერთად გაუწევენ ორგანიზებას.

შეთანხმების მიხედვით, Amaury-ის ჯგუფი კვლავ რჩება „ოქროს ბურთის“ გათამაშების უფლებების მესაკუთრედ და ხმის მიცემის პროცესს თავად წარუძღვება საკუთარი დამოუკიდებელი სისტემით.

რაც შეეხება უეფა-ს როლს ახალ გათამაშებაში, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მარკეტინგულ საკითხებს მიხედავს და სპეციალურ გალადაჯილდოებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ასევე, 2024 წლიდან დაასახელებენ მამაკაცთა და ქალთა შორის წლის საუკეთესო მწვრთნელებს და მათაც სპეციალურ ჯილდოებს გადასცემენ, ინდივიდუალურ ტიტულთა არსებული სია კი უცვლელი დარჩება. ღონისძიებებზე გამოავლენენ – „ოქროს ბურთის“ მფლობელს, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს, საუკეთესო მეკარეს, საუკეთესო თავდამსხმელს, საუკეთესო გუნდსა და სოკრატესის პრემიის (ჰუმანიტარული საქმიანობისთვის) ლაურეატს.

ცნობილი ხდება, რომ უეფა აღარ ჩაატარებს საკუთარ დაჯილდოებას, სადაც ის 2011 წლიდან ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელს ავლენდა.

„ოქროს ბურთის“ გათამაშებას France Football-ი 1956 წლიდან უძღვება.