უეფა მომავალი სეზონიდან თამაშგარის წესს ცვლის
უეფა მომავალი სეზონიდან თამაშგარის წესს ცვლის

მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპის ლიგაზე თამაშგარის ხაზი უფრო ფართო უნდა გახდეს, – ამის შესახებ განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა.

„ერთსანტიმეტრიანი ოფსაიდი – არ არის ოფსაიდი, რადგან ამ წესის არსი ამაში არ მდგომარეობს. უნდა იყოს აშკარა და ცხადი შეცდომა იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნას VAR-ის სისტემა. უფრო ფართო ხაზები აუცილებელია, რადგან ხაზებს სუბიექტურად ავლებენ. ასე რომ, ამჟამინდელი სისტემა იდეალურად ზუსტი არ არის. ერთი არასწორი გადაწყვეტილებით, შეიძლება კლუბს მთელი სეზონი გაუფუჭო. ხელით თამაში – ასაა პრობლემაა, მაგრამ არ ვიცი, კონკრეტულად რა უნდა მოვიმოქმედოთ ამასთან დაკავშირებით. ამაზე ბევრს ვმსჯელობით მსაჯებთან ერთად“, – თქვა ჩეფერინმა „სკაი სპორტსთან“ კომენტარში.

ახალი წესები, შესაძლოა, უკვე ევრო 2020-ზე გამოიყენონ.