უეფა-მ თამაშების გადადების სამუშაო ჯგუფი შექმნა
უეფა-მ თამაშების გადადების სამუშაო ჯგუფი შექმნა

სამშაბათს, ნიდერლანდების დედაქალაქში უეფა-ს კონგრესი გაიმართა, რომლის დროსაც, ევროპის მთავარმა საფეხბურთო ორგანომ სამუშაო ჯგუფი შექმნა. ის დაკავებული იქნება მატჩების გადატანით იმ შემთხვევებისთვის, როცა კორონავირუსის ინფექციის გავრცელება სახიფათო გახდება.

უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა კომენტარი გაუკეთა კორონავირუსის გამო ევრო 2020-ის შესაძლო გადატანას.

„ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი და კონტაქტი გვაქვს მასპინძელი ქვეყნების მთავრობებთან, ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციასთან, ლიგებთან და კლუბებთან. მოდით, ვიყოთ ოპტიმისტები. ჩვენ არ ვფიქრობთ ცუდ სცენარებზე“, – განაცხადა კონგრესის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჩეფერინმა.

ევრო 2020 12 ივნისიდან 12 ივლისამდე 12 ქალაქში გაიმართება.