უეფა-მ, შესაძლოა, სტუმრად გატანილი გოლის წესი გააუქმოს #1TVSPORT 
უეფა-მ, შესაძლოა, სტუმრად გატანილი გოლის წესი გააუქმოს #1TVSPORT 

უეფა სტუმრად გატანილი გოლების უპირატესობის წესის გაუქმებას განიხილავს, – ამის შესახებ ჟურნალ „თაიმსის“ ჟურნალისტი იუწყება.

წესი, რომელიც 1965 წელს შემოიღეს, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაზე მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ თანაბარი გოლების შემთხვევაში უპირატესობა იმ გუნდს ენიჭება, რომელსაც სტუმრად უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი.

ბოლო პერიოდში ამ წესს გულშემატკივრები ხშირად აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ მისი გაუქმების შემთხვევაში ფეხბურთი ბევრად უფრო სანახაობრივი გახდება, რადგან გუნდები საბოლოო ჯამში უფრო გახსნილად ითამაშებენ.

საბოლოო გადაწყვეტილება უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა უნდა მიიღოს. სხდომა კი ხვალ პორტოში, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გაიმართება.