უეფა-მ ქართველი არბიტრები საერთაშორისო მატჩებზე მიავლინა #1TVSPORT
უეფა-მ ქართველი არბიტრები საერთაშორისო მატჩებზე მიავლინა #1TVSPORT

უეფა-მ ქართველ მსაჯებს ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და ყაზახეთისა და სომხეთის ნაკრებებს შორის ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაზე მიავლინა.

მატჩის მთავარი მსაჯი მზევინარ შარაშანიძე იქნება, მას ასისტენოტბას სოფო წულაია და ელენე ელოშვილი გაუწევენ, ხოლო თეონა სტურუა მეოთხე არბიტრი იქნება. ყაზახეთისა და სომხეთის ქალთა ეროვნული ნაკრებების მატჩი 4 ივნისს, ალმათიში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ამას გარდა, 1 ივნისს ფრანგულ ევიან ლე ბენში ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ტურნირის ერთ-ერთი მსაჯი – ქართველი არბიტრი კობა რევაზაშვილია. ევროპის ჩემპიონატზე 16 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები. ტურნირი 8 ივნისს დასრულდება.