ევრო 2024-ზე გუნდების განაცხადი 26-კაცამდე გაიზარდა, თუმცა შევსება სავალდებულო არაა #1TVSPORT
ევრო 2024-ზე გუნდების განაცხადი 26-კაცამდე გაიზარდა, თუმცა შევსება სავალდებულო არაა #1TVSPORT

უეფა-ს კომიტეტმა ევრო 2024-ზე გუნდების განაცხადის 26-კაცამდე გაზრდას მხარი დაუჭირა, თუმცა მისი ბოლომდე შევსება სავალდებულო არაა და მწვრთნელებს შეუძლიათ, ტურნირზე 23 ფეხბურთელი წაიყვანონ.

პირველად 26-კაციანი განაცხადი პანდემიის გამო გამოწვეული სირთულეების ფონზე ევრო 2020-ზე დაუშვეს, ხოლო სამატჩო განაცხადში 23 ფეხბურთელი ხვდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს საქართველოს ნაკრები. ვილი სანიოლის გუნდი F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად მოხვდა.

უეფა-ში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 7 ივნისია.