უეფა-მ გუნდის პრესსამსახურის უფროსი ფეხბურთიდან მოკვეთა
უეფა-მ გუნდის პრესსამსახურის უფროსი ფეხბურთიდან მოკვეთა

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა საფეხბურთო კლუბ „ყარაბაღის“ პრესსამსახურის უფროსის, ნურლან იბრაჰიმოვის საკითხი განიხილა – მან ყარაბაღში მიმდინარე ომის დროს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ისეთი მოწოდება, რაც საფეხბურთო მოხელესთვის მიუღებალდ ჩათვალეს და ამის გამო ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს.

უეფას პრესსამსახურის თანახმად, გადაწყდა, რომ იბრაგიმოვი სამუდამოდ მოიკვეთოს ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობიდან, ხოლო „ყარაბაღი“ 100 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს „ყარაბაღის“ თანამშრომელს დროებით შეუჩერეს საქმიანობის უფლება. იბრაგიმოვის პუბლიკაციები შეფასდა, როგორც რასისტული მოწოდება და უეფას ტურნირებზე დაწესებული ქცევის ძირითადი წესების დარღვევა.

ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ადიდასმა“, რომელიც ადრე აზერბაიჯანული გუნდის ტექნიკური სპონსორი იყო, „ყარაბაღთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვა.