უეფა-მ გადაწყვიტა - სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთში ითამაშებენ
უეფა-მ გადაწყვიტა - სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთში ითამაშებენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის კლუბებსა და ნაკრებებს შორის უეფა-ს ეგიდით მატჩები კვლავ ჩატარდება – ამის შესახებ გადაწყვეტილება უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

ამის საფუძველი გახდა ის შეთანხმება, რომელიც 9 ნოემბერს ორ ქვეყანას შორის დაიდო და ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს.

„ამ და ყველა არსებული ვითარების გათვალისწინებით, უეფა მიიჩნევს, რომ ამიერიდან ორ ქვეყანას აქვს ყველა პირობა და შესაძლებლობა უეფა-ს ეგიდით მატჩების ჩატარებისთვის“, – იუწყება სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

ამით, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გააუქმა 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელიც მისი ეგიდით სომხეთისა და აზერბაიჯანის კლუბებსა და ნაკრებებს შორის ტურნირების ჩატარებას შეუძლებლად მიიჩნევდა.

დატოვე კომენტარი