უეფა-მ გადაწყვეტილება შეცვალა - რუსეთის ასაკობრივი ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე კვლავ ვერ ითამაშებენ #1TVSPORT
უეფა-მ გადაწყვეტილება შეცვალა - რუსეთის ასაკობრივი ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე კვლავ ვერ ითამაშებენ #1TVSPORT

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, უეფა-მ საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და რუსეთის ასაკობრივი ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას კვლავ ვერ მიიღებენ.

უეფა-ს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, რუსეთის 17 წლამდე ნაკრებებს საერთაშორისო ტურნირებზე თამაშის უფლება უნდა მისცემოდათ,  მაგრამ ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნისა და დროშის გარეშე.

ამ ამბავმა დიდი მღელვარება გამოიწვია და მსოფლიო მედიამ ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი მკაცრად გააკრიტიკა. პოლონეთმა, ინგლისმა, შვედეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, ლიეტუვამ და უკრაინამ კი უარი განაცხადეს, მონაწილეობა მიეღოთ ნებისმიერ ტურნირში, რომელშიც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ითამაშებდნენ.