უეფა-მ ევრო 2028-ის მატჩები სტადიონების მიხედვით გაანაწილა – ყველაზე მეტი შეხვედრა „უემბლიზე“ ჩატარდება #1TVSPORT

11:35, 26.07.2026

2028 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გაიმართება. უეფა-მ ტურნირის შეხვედრები სტადიონების მიხედვით გაანაწილა.

2028 წლის ევროპის ჩემპიონატს შემდეგი არენები მიიღებენ:

ლონდონი: „უემბლი“ და „ტოტენჰემის“ სტადიონი

კარდიფი: უელსის ეროვნული სტადიონი

დუბლინი: „დუბლინ არენა“

გლაზგო: „ჰემპდენ პარკი“

ნიუკასლი: „სენტ ჯეიმს პარკი“

მანჩესტერი: „ეტიჰად არენა“

ლივერპული: „ევერტონ არენა“

ბირმინგემი: „ვილა პარკი“

თამაშების განაწილება სტადიონების მიხედვით:

ყველაზე მეტი, 8 მატჩი „უემბლიზე“ ჩატარდება – ოთხი ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, ერთი მეოთხედფინალი, ორივე ნახევარფინალური დაპირისპირება და ფინალი.

მას მოსდევს „დუბლინ არენა“ 7 მატჩით, რაც 5  ჯგუფურ შეხვედრას, ერთ მერვედფინალსა და ერთ მეოთხედფინალს მოიცავს.

ექვს-ექვს თამაშს უმასპინძლებენ გლაზგოს „ჰემპდენ პარკი“ და კარდიფის ეროვნული სტადიონი. ორივე მათგანზე ჯგუფური ეტაპის ოთხი თამაში გაიმართება, ასევე ჩატარდება ერთი მერვედფინალი და ერთი მეოთხედფინალი.

ხუთ-ხუთი შეხვედრა (ოთხი ჯგუფური და თითო მერვედფინალი) ჩატარდება შემდეგ სტადიონებზე: „ტოტენჰემ ჰოტსპურ არენა“, „ეტიჰადი“, „სენტ ჯეიმს პარკი“ და „ევერტონ არენა“.

ყველაზე ცოტა მატჩი ბირმინგემში, „ვილა პარკზე“ შედგება, სადაც გულშემატკივარი სამ ჯგუფურ შეხვედრასა და ერთ მერვედფინალს იხილავს.

მომავალი ევროპის ჩემპიონატი 2028 წლის 9 ივნისს დაიწყება და 9 ივლისს დასრულდება.

მსგავსი