ჯაბა კანკავამ თბილისის „დინამო“ დატოვა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ „დინამო თბილისი“ დატოვა, – Geo Team-ის გავრცელებულ ინფორმაციას ჯერ კლუბი არ ადასტურებს, მაგრამ ეს დროის ამბავია.
საფეხბურთო პორტალის ცნობით, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რომელიც უკვე 40 წლისაა, სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლას თავად აპირებდა. მაგრამ „დინამოს“ დატოვება ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი თვით ადრე გადაწყვიტა.
ჯაბა კანკავამ მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, ბოლო ორ შეხვედრაში კი მოედანზე ცოტა დრო გაატარა – „რუსთავთან“ განაცხადში არ იყო, „იბერიასთან“ კი მხოლოდ 18 წუთი ითამაშა.