უკრაინის ნაკრების მწვრთნელი – ვისაც ეროვნულ გუნდში თამაში არ სურს, შეხვედრას ტელევიზორში უყუროს #1TVSPORT

20:18, 08.11.2026

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ ერთა ლიგაზე გუნდის მიზნებზე ისაუბრა, სადაც უკრაინა საქართველოს ნაკრების მეტოქეა. მან ასევე გააკეთა კომენტარი გუნდის ტაქტიკურ განლაგებასა და იმ ფაქტზე, არიდებს თუ არა თავს ზოგიერთი ფეხბურთელი ნაკრების შეკრებაზე გამოცხადებას.

„ჩვენი მთავარი მიზანი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა. კარგი იქნებოდა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება, მაგრამ თანაბარი გუნდებია და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. საჭიროა, ამ ორ მატჩში კარგად ვითამაშოთ და მაქსიმუმი გავიღოთ

ახლა კონკრეტულ ტაქტიკურ სქემებზე საუბარი რთულია. თამაშის განმავლობაში განლაგებას ხშირად ვცვლით. შესაძლოა, შეხვედრა 4-4-2 სქემით დავიწყოთ, შემდეგ სამი მცველით ვითამაშოთ, მოგვიანებით კი ისევ ოთხმცველიან დაცვას დავუბრუნდეთ. არ მინდა, მხოლოდ ერთ ტაქტიკურ სისტემაზე შევჩერდე.

ზოგიერთი ფეხბურთელი თავად დამიკავშირდა და თამაშის სურვილი გამოთქვა. თუ ვინმეზე მეტყვიან, რომ ჩამოსვლა არ სურს, ეს ნიშნავს, რომ ის არ იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში ყოფნას. ასეთ შემთხვევაში სჯობს, სახლში დარჩეს და მატჩებს ტელევიზორში უყუროს“, – განაცხადა მალდერამ.

ამჟამად უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. გუნდს ოთხ მატჩში ოთხი ქულა აქვს. სანაკრებო პაუზის დროს, 14 ნოემბერს „ლურჯ-ყვითლები“ ​​სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდებიან, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ.

მსგავსი