ეროვნული ლიგა | „დინამომ“ გორში „დილა“ დაამარცხა და ლიდერს მიუახლოვდა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში გორის „დილას“ ესტუმრა და დამაჯერებელი თამაშით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.
„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში თემურ ქეცბაიას გუნდი 29-ე წუთზე ალგასიმე ბამ დააწინაურა, ხოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, 37 წლის მათე ვაწაძემ 52-ე წუთზე თბილისელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა და მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა ცხრამდე გაზარდა.
32 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 58 ქულა დააგროვა, გადაასწრო „იბერიას“ (56), რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ (59) ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.
გორის „დილა“ (40) კი მეექვსე პოზიციაზეა და, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, სეზონს საუკეთესო სამეულს მიღმა დაასრულებს.