უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT
უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT

უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები შეაჯამა და კვირის სიმბოლური გუნდი დაასახელა.

გუნდში ყველაზე მეტი, სამი ფეხბურთელი ლისაბონის „სპორტინგიდან“ მოხვდა. პორტუგალიურმა გუნდმა „ბოდო გლიმტი“ 5:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა კვირის საუკეთესო მოთამაშედ „ბარსელონას“ ბრაზილიელი შემტევი რაფინია აირჩია, მან „ნიუკასლთან“ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

სიმბოლური გუნდი:

მეკარე: საფონოვი (პსჟ)

მცველები: სტანისიჩი („ბაიერნი“), კონატე („ლივერპული“), გონსალო ინასიუ („სპორტინგი“), არაუხო („სპორტინგი“)

ნახევარმცველები: სობოსლაი („ლივერპული“), რაისი („არსენალი“), სიმონსი („ტოტენჰემი“)

თავდამსხმელები: ტრინკაუ („სპორტინგი“), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“), რაფინია („ბარსელონა“)